logo
ENG


მელია: მოვალე ვარ, უკანონო პატიმრობის ნაცვლად, იოტისოდენა უსამართლო კომპრომისზეც არ წავიდე
ნიკა მელია
13 აპრ, 2021 17:59
მელია: მოვალე ვარ, უკანონო პატიმრობის ნაცვლად, იოტისოდენა უსამართლო კომპრომისზეც არ წავიდე
  • 673ნახვები

სურთ ჩემი გამოშვება?! როგორც ციხის გარედან ღრჭიალით გამიღეს რკინის კარი, ზუსტად ისე, კეთილი ინებონ და უკვე ციხის შიგნიდან იგივე რკინის კარი გამიღონ ყოველგვარი სავაჭრო პირობების დაწესების გარეშე! ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკუთარი თავის წინაშე მოვალეობის გრძნობაა. და დიახ, მოვალე ვარ, ჩემი უკანონო პატიმრობის სანაცვლოდ იოტისოდენა უსამართლო კომპრომისზეც კი არ წავიდე! ივანიშვილის ადიუტანტებო, მაგ ჩურჩუტ თავებში შეუშვით, რომ მე ამ ბრძოლაში მხოლოდ ბრძოლისთვის არ ვარ, მე ვარ ბრძოლაში დიდი მიზნისთვის, რომელთან შედარებითაც ჩემთვის უკვე დიდი ხანია სხვა ყველაფერი გაუბრალოვდა და ჩემი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება!

 

წერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და ენმ-ის თავმჯდომარე პატიმრობაში დატოვა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა