logo
ENG


სააკაშვილი: ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ჩვენ ყველანი წინასწარ უნდა შევთანხმდეთ
  • 346ნახვები

ახლა მთავარია ერთობა. რას ნიშნავს ჩემთვის ერთობა - ეს არის ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთობა ძირითადი პრინციპების გარშემო, ხოლო რომელთა ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მიენიჭოს.

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით. არჩევნებში ოცნების დამარცხების შემდეგ უნდა დამტკიცდეს წინასწარ შეთანხმებული მთავრობის შემადგენლობა, რომელშიც შევლენ მაქსიმალურად აპოლიტიზირებული, საზოგადოებისთვის ცნობილი სპეციალისტები და ეს მთავრობა უნდა გაუძღვეს გარდამავალ პერიოდს.

ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ახალგაზრდობა, სამოქალაქო სექტორი, პარტიები, ჩვენ ყველანი ერთად, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ. ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურორის კანდიდატებზე. ყველაფერი სრული გამჭვირვალობის პირობებში უნდა მოხდეს, რათა გამოირიცხოს ხალხის ზურგს უკან ნებისმიერი გარიგება და ოლიგარქს არ მივცეთ საშუალება ხელი აფათუროს პოლიტიკურ პროცესებში. ამისთვის სასურველია, რომ როცა ამის დრო დადგება, ძირითადი კანდიდატურები დიდი შეკრების წინაშე შეირჩნენ.

ეს არის ჩემეული ვერსია, ჩვენ გახსნილები ვართ ნებისმიერი სხვა ვარიანტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ერთობას. საბოლოო ჯამში, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის.

წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.



ასევე ნახეთ
close დახურვა