logo

აეროპორტების გაერთიანება: 18 აპრილიდან Wizz Air საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს

13 აპრ 202120:42
3 წუთის საკითხავი
clock 1435
აეროპორტების გაერთიანება: 18 აპრილიდან Wizz Air საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს. უწყება აცხადებს, რომ 18 აპრილს, განახლებული ქუთაისის აეროპორტიდან ვილნიუსისა და ვარშავას მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები აღდგება.

მაისიდან ფრენები რიგის და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყება. ავიაკომპანია ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვიზეარის ვებგვერდზე.

close დახურვა