logo
ENG



ბიზნესმენ დავით კოდუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

14 აპრ 202113:16
3 წუთის საკითხავი
clock 3286

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ ბიზნესმენს, დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 1 ივნისს ჩაინიშნა.

ბიზნესმენი დავით კოდუა ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. კოდუას ცოლი, ნათია გედევანიშვილი ამბობდა, რომ ქმარმა ის და მისი შვილი სცემა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ფიზიკურ ძალადობას კოდუას მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ბიზნესმენს ბრალი გუშინ წარუდგინეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა