logo
ENG



აქტივისტ გიორგი მუმლაძეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

14 აპრ 202117:39
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/14/u2cgcu4rv06jqyc.jpg

ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე აქტივისტი გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს მტკიცებით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა