logo
ENG



შსს: დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დავაკავეთ

15 აპრ 202117:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/15/z6h43ef5k2pa4h5.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე 2001 წელს დაბადებული გიორგი მენაბდე დააკავეს.

უწყების ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა