logo
ENG



გოლეთიანი: ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციულ რეჟიმში, დათმობითი სულისკვეთება იგრძნობა

16 აპრ 202100:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/16/gp9bf9bqlkbrucz.jpg
ფოტო: ვახო ქარელი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციების ორგანიზატორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, შეხვედრაზე "რიონის მცველებმა" სამი პირობა დააყენეს, რომელზე პასუხსაც უახლოეს დღეებში ელოდებიან.

"ვფიქრობ, გოლეთიანი შეხვედრაზე: გადავდივართ კონსტრუქციულ რეჟიმში, დათმობითი სულისკვეთება იგრძნობაგადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში იმიტომ, რომ დათმობითი სულისკვეთება იგრძნობა მათი მხრიდან. ჩვენ დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი იმისთვის, რომ გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგის. სამი პირობა არის ის, რომ შეწყდეს ის რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაშია და გამოვიდნენ იქიდან პოლიციელები, აიღონ ის რკინის ფარდა, რომელიც დევს, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ დავბრუნდეთ ნამახვანში, კარვები, რომლებიც დაგვინგრიეს აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ იქ. ამ პირობებზე ველოდებით მათგან პასუხებს",- აცხადებს გოლეთიანი. 

მისივე თქმით, მთავრობის პასუხი მათ პირობებზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

გოლეთიანი ამბობს, რომ მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება. 

"როგორც კი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება პრემიერი, მიიღებენ გადაწყვეტილებებს ამ პირობებთან დაკავშირებით და შემდეგ თუ დაკმაყოფილდება ეს სამივე პირობა, შემდეგ შევძლებთ, რომ ვიმსჯელოთ დანარჩენ საკითხებზე, მიწაზე, ხელშეკრულებაზე და ა.შ", - განაცხადა გოლეთიანმა.

გოლეთიანი ამბობს, რომ მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისა, მათი პროტესტი გაგრძელდება.

"პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება სანამ ჩვენი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ჩვენ იმიტომ შევდივართ დიალოგში, რომ მკაფიოდ დაინახოს მთელმა საზოგადოებამ, რომ კონსტრუქციულად მივყვებით პროცესს. ჩვენ არ გვაქვს ქვის სასროლად საქმე. ჩვენს ერთობას აქვს დიდი შედეგები. თუ გავაგრძელებთ ამ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, კიდევ უფრო დიდ შედეგებამდე მივალთ", - თქვა გოლეთიანმა.

 

დღეს, 15 აპრილს, ნამახვანჰესის მოწინააღმდე აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ისინი მზად იყვნენ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, მაგრამ არა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურანავასთან. 
გოლეთიანის თქმით, რომ აქციის მონაწილეებს სურდათ პრემიერთან ან მის მიერ დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვედროდნენ. 

დიალოგის გასაგრძელებლად ქუთაისში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი ჩავიდნენ. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. 

ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა. 

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილს თქმით, ამას 2 მიზეზი აქვს: სამძებრო სამუშაოები - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. და ის, რომ "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში". 


close დახურვა