logo
ENG



ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

16 აპრ 202118:17
3 წუთის საკითხავი
clock 1684
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს
ფოტო: ვახო ქარელი

მეტი თავისუფლება - გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

ინფორმაცია ფორმულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტს ხელს არ აწერს არც ევროპული საქართველო და არც ნაციონალური მოძრაობა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, დოკუმენტი არ მოიცავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ასევე, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების ბედიც, რის გამოც ისინი კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დოკუმენტს ხელს ქართული ოცნება მოაწერს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები

ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.

იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.


close დახურვა