logo
ENG



სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

16 აპრ 202118:47
3 წუთის საკითხავი
clock 1141
2021/04/16/xzl46hg9vnxiqss.jpg

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთად პატიმრობის გამოყენების შესახებ.

დაცვის მხარე მენაბდის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე მომხდარიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მენაბდე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება ირწმუნება, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩა N4-ში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გ.ჯ.-მ, მ.კ.-მ და გ.მ.-მ, ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად დავით სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.


close დახურვა