logo
ENG



გოლეთიანი: აქციიდან მაჩალიკაშვილის შესაძლო ​გაძევებასთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს

17 აპრ 202116:45
3 წუთის საკითხავი
clock 2068
გოლეთიანი: აქციიდან მაჩალიკაშვილის შესაძლო ​გაძევებასთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს
ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტების ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის შესაძლო გაძევებასთან "რიონის მცველებს" კავშირი არ აქვთ. 

გოლეთიანი ზოგიერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მაჩალიკაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან გააძევეს, მიზეზად კი მისი პოლიტიკური გემოვნება დაასახელეს. 

გოლეთიანის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ის თავად დაუკავშირდა და ყველაფერი აუხსნა.

"აქ მოსვლა არავისთვის აკრძალული არის აკრძალული. ჩვენ ყოველგვარ დაპირისპირებას ისედაც ვემიჯნებით. გამომდინარე აქედან, გვინდა, რომ ამ თემას არ მოჰყვეს გაგრძელება. გვინდა, რომ აღარ იყოს სპეკულაციები ამ თემაზე. მოგეხსენებათ, რომ რთულ ფაზაში ვართ გადასული და ყველანაირად ცდილობს ხელისუფლება, ჩვენთან სხვადასხვა პერსონა თუ ჯგუფი დააპირისპიროს, ვხედავთ, რომ ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან". - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 


close დახურვა