logo
ENG



49-ე პაციენტი ბათუმში მკურნალობს - მარინა ეზუგბაია

21 მარ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ 49-ე პაციენტი აჭარის რეგიონში, ბათუმის ინფექციურ საავამდყოფოშია მოთავსებეული - ეს კორონავირუსის მესამე შემთხვევაა აჭარაში. ინფექციონისტი დაავადებულთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობს.

„დადასტურებული 49-ე დაგვემატა აჭარაში. ჯერჯერობით სამი პაციენტია საყურადღებო, თუმცა საღამოს მონაცემებით მათი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციონისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ მედიკამენტები არ გამოიყენონ საჭიროების გარეშე - როგორც ისინი განმარტავენ, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტები დაავადებულებს მიეწოდებათ, ხოლო წამლების ყიდვით, შესაძლოა, მასზე დეფიციტი შეიქმნას.

შეგახსენებთ, რომ კარანტინის რეჟიმში უკვე 2 ათასამდე ადამიანი იმყოფება, 259-ს კი სტაციონარებში მკურნალობენ.  


close დახურვა