logo
ENG



აკო მინაშვილი: დოკუმენტის რამდენიმე ნაწილთან დაკავშირებით გვაქვს წუხილები

18 აპრ 202121:43
3 წუთის საკითხავი
clock 949
აკო მინაშვილი: დოკუმენტის რამდენიმე ნაწილთან დაკავშირებით გვაქვს წუხილები

ნაციონალური მოძრაობის წევრი აკო მინაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული "წუხილები" აქვთ.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ პოლიტპატიმრების საკითხი მკაფიოდ არის გაწერილი, თუმცა მათ არ მოსწონთ ვადამდელი არჩევნების მიბმა თვითმმართველობის არჩევნებზე. 

"გვაქვს წუხილები დოკუმენტის რამდენიმე ნაწილთან. კარგია, რომ იქ ორივე პოლიტპატიმარზეა საუბარი, თუმცა ამნისტიასთან დაკავშირებით თქვენ იცით ნიკა მელიას წუხილი, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე, ვინც გამოიყენა 20 ივნისს. ესაა ნიკა მელიას პოზიციატია. ესაა ჩვენი პოზოცია.

და ასევე, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩვენ არ ვხედავთ, რომ ის რაც შემოთავაზებულია, არის სწორი გზა იმისათვის, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, რადგან თვისობრივად გასხვავებული არჩევნებია ადგილობრივი და ფედერალური არჩევნები. ადამიანმა ადგილობრივ არჩევნებში ხმა შეიძლება მისცეს სხვა პარტიას, ფედერალურში კი სხვას", - განაცხადა აკო მინაშვილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს. რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში წაიკითხეთ აქ

 


close დახურვა