logo
ENG



"7 საკითხზე ამ შენობაში ვიბრძოლებთ" - გირჩი პარლამენტში მივიდა

19 აპრ 202113:13
3 წუთის საკითხავი
clock 712

გირჩის სამი ლიდერი პარლამენტის შენობაში მივიდა. როგორც პარტიის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თქვა, ისინი მათი 7 მოთხოვნის შესრულებისთვის იბრძოლებენ.

ხვიჩიას განცხადებით, თუ 1 მაინც დაკმაყოფილდება, პლენარულ სხდომათა დარბაზშიც შევლენ.

"კეთილი იყოს გირჩის ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში. ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით იმ გზის აღსასრულებლად, რომელიც გამოვაქვეყნეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ხელისუფლებისკენ იმაზე, რომ ველაპარაკოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. 7 საკითხი, რომელიც გირჩს აწუხებს იქნება მთავარი 7 საკითხი, რომელზეც გირჩი იბრძოლებს ამ შენობაში - დერეფნებშიც, დერეფნებს მიღმაც, როგორც მოუწევს, იმის მიხედვით, ჩვენ ვიბრძოლეთ 7 საკითხისთვის", - თქვა იაგო ხვიჩიამ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ისინი, ჯერჯერობით, პარლამენტში მხოლოდ მივიდნენ და ეს "შესვლა" არ არის.

მანამდე გირჩმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ნახეთ აქ, რა მოთხოვნები აქვს გირჩს.


close დახურვა