logo
ENG



ლელო შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

19 აპრ 202114:09
3 წუთის საკითხავი
clock 735

პარტია ლელო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

როგორც პარტიის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური შეთანხმება შედგეს.

"პრინციპულად ლელო ეთანხმება გუშინ მაგიდაზე დადებულ დოკუმენტს. ცხადია, მასში არის გარკვეული საკითხები, რაც პრაქტიკაში არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდეს და სწორად განხორციელდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიატორების მხრიდან ამ ყველა პუნქტის შესრულება იყოს მათი ყურადღების ქვეშ და ჩვენ ამაზე გავაგრძელებთ მუშაობს. პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნისთვის, რომ მიღწეული იქნას პოლიტიკური შეთანხმება და ლელო ამ შეთანხმების სულისკვეთებით მხარს უჭერს ხელმოწერას, გადატვირთვას და განახლებას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა