logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22 აპრ 202110:45
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 226-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 688 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27995 კვლევა, აქედან 13456 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 14539 PCR-ით.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 33 337 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,38%-ია, ბოლო 14 დღის -3,55%, ბოლო 7 დღის - 4,37%.

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 731 შემთხვევა;
  • აჭარა - 101;
  • იმერეთი - 75;
  • ქვემო ქართლი - 61;
  • შიდა ქართლი - 56;
  • გურია - 13;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96;
  • კახეთი - 49;
  • მცხეთა-მთიანეთი - 29;
  • სამცხე-ჯავახეთი - 7;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 12 700 აქტიური შემთხვევაა. 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 883, აჭარაში - 385, იმერეთში - 422. მძიმე პაციენტია 568 პირი, მათ შორის, თბილისში - 272, აჭარაში - 70, იმერეთში -91. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი, მათგან თბილისში - 79, აჭარაში - 8, იმერეთში - 11. 621 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 316 - თბილისში, 287 - აჭარაში. 8 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 989 პირი, აჭარაში - 2 340, იმერეთში - 1 082.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 300 264-ს შეადგენს. აქედან 283 557 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 981 გარდაიცვალა.


close დახურვა