logo
ENG



ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის სოფლები დააზარალა, ადგილობრივების თქმით, ზარალი 5000 ლარამდეა

30 აპრ 202110:14
3 წუთის საკითხავი
clock 1720

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები სეტყვამ დააზარალა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წუხანდელმა სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ბაღები და ვენახები.

მათივე თქმით, წელს მოსავალს ვეღარ აიღებენ, ზარალი კი, დაახლოებით 5000 ლარს შეადგენს.

"სახლში თუ რამე გვაქვს ყველაფერი, ვენახი, ლობიო, პომიდორი, მარწყვი, თუ რამე იყო ყველაფერი განადგურდა, არცერთი აღარაა. ვენახიდან მარტო 2000-3000 ლარის იყიდება ხოლმე და ერთი მაგდენიც იწურება. დაახლოებით 5000 ლარის ზარალია უკვე", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, ავთო გელაშვილი.


close დახურვა