logo
ENG



საოკუპაციო ხაზთან მამა-შვილის დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის

30 აპრ 202113:02
3 წუთის საკითხავი
clock 844
საოკუპაციო ხაზთან მამა-შვილის დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის

საოკუპაციო ხაზთან მამა-შვილის დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის.

სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლით გამოძიება უკვე დაწყებულია.

„2021 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამეტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი მაშინ დაჭრეს, როცა მათ უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდათ. დაჭრილის დედის განცხადებით, პოლიციელებმა მის შვილსა და ქმარს ცეცხლი გაუფრთხილებლად გაუხსნეს და დამიზნებით ესროდნენ.


close დახურვა