logo
ENG



კალაძე: თბილისის ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები იწყება

04 მაი 202113:31
3 წუთის საკითხავი
clock 1066
კალაძე: თბილისის ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები იწყება

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები იწყება.

როგორც მან ფეისბუქლაივში ისაუბრა, სამუშაოები ხუთშაბათიდან დაიწყება.

"გამოვიზამთრეთ, გაზაფხულია, ქალაქში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ეკოლოგიური მიმართულებით, ხდება პარკების მოწესრიგება, დასუფთავება და ასევე, გვინდა, დავიწყოთ მთელი ქალაქის მასშტაბით ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები. ხუთშაბათიდან, როგორც ვიცი, არის სრული მზადყოფნა, რომ ეს სამუშაოები დავიწყოთ და გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიმწვანეს ქალაქში, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ამ სამუშაოების წარმოება, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოვლილი, იყოს სუფთა და მოწესრიგებული", - თქვა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, დაიწყება გზების დახაზვითი სამუშაოები.


close დახურვა