logo
ENG



გაბუნია: ასტრაზენეკას მეორე დოზით ვაქცინაცია 10 მაისიდან შეეძლებათ

05 მაი 202114:26
3 წუთის საკითხავი
clock 1401
გაბუნია: ასტრაზენეკას მეორე დოზით ვაქცინაცია 10 მაისიდან შეეძლებათ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით ასტრაზენეკას მეორე დოზით ვაქცინაცია 10 მაისიდან დაიწყება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვაქცინის მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც პირველი აცრა მარტსა და აპრილში გაიკეთა.

"ასტრაზენეკაზე რეგისტრაცია დღეიდან უკვე შესაძლებელია. პორტალზე დეტალურად არის მითითებული ეს ინფორმაცია. 10 მაისი არის ის თარიღი, როდესაც გადის 8 კვირა აცრილების პირველი ჯგუფისთვის. როგორც იცით, ასტრაზენეკას დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 8-დან 12 კვირამდე და ვინც ჩაიტარა 15 მარტის კვირაში, მათ შეუძლიათ 10 მაისიდან მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირდნენ. მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც ჩაიტარა პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში", - განაცხადა გაბუნიამ. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის მიღება 55 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ.

ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. 

საქართველომ ფაიზერის ვაქცინის პირველი პარტია 25 მარტს მიიღო. რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, ქვეყანაში ის 13 მარტს შემოვიდა. 

3 აპრილს საქართველომ ასევე ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა მიიღო.


close დახურვა