logo
ENG



კორონავირუსის 1 806 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი

06 მაი 202110:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 806-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 144 ადამიანი, 20 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 180 კვლევა, აქედან 14 324 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 13 856 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 3 651 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 51 600 ადამიანია აცრილი.

რაც შეეხება დადებითობას, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,41%-ია, ბოლო 14 დღის - 5,51%, ბოლო 7 დღის - 6,59%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 089 შემთხვევა;
  • აჭარა - 167;
  • იმერეთი - 120;
  • ქვემო ქართლი - 88;
  • შიდა ქართლი - 57;
  • გურია - 36;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 121;
  • კახეთი - 60;
  • მცხეთა-მთიანეთი - 43;
  • სამცხე-ჯავახეთი - 17;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 15 790 აქტიური შემთხვევაა. 4 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 462, აჭარაში - 513, იმერეთში - 420. მძიმე პაციენტია 867 პირი, მათ შორის, თბილისში - 446, აჭარაში - 89, იმერეთში -105. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 122, აჭარაში - 11, იმერეთში - 11. 759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 408 - თბილისში, 326 - აჭარაში. 10 744 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7. თვითიზოლაციაში იმყოფება 37 036 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 794 პირი, აჭარაში - 2 522, იმერეთში - 893.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 317719-ს შეადგენს. აქედან 297676 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4227 გარდაიცვალა.


close დახურვა