logo
ENG



მეუფე იაკობი ჭყონდიდზე: აბა, მე გამიბედოს ვინმემ და წინ გადამიდგეს, განახებთ იმათ კრიახს

06 მაი 202112:54
3 წუთის საკითხავი
 

ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი რამ თუკი მის ეპარქიაში მოხდებოდა, მას სხვანაირი რეაგირება ექნებოდა.

მიტროპოლიტის აზრით, მეუფე სტეფანე თავადაა ძალადობის მსხვერპლი.

„ძალადობაზე რომ საუბრობთ, მეუფეს რომ არ უშვებენ იმაში, აბა მე გამიბედოს ვინმე და გადამიდგეს წინ, განახებთ იმათ კრიახს. რომ არ უშვებენ, მაგ ძალადობაზე რატომ არ გადაეცით ტელევიზიებმა, სახალხო დამცველმა რატომ არ გააკეთა განცხადება.

ათინოგენს ვიცნობ როდიდან... სარია რომ გამოგყავთ ექსპერტად და განსაკვეთია, ვინც ხელით შეეხოო. თვითონ რამდენჯერ განსაკვეთია. რადგან მოწყალეები ვართ და პატრიარქი მოწყალეა, რასაც იმსახურებენ, ის რომ გავუკეთოთ, გაბოროტდებიან და თქვენთვისაც საინტერესოები აღარ იქნებიან. თუ ძალიან მოინდომებს, არ ასცდებათ", - ამბობს მიტროპოლიტი.

რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში?

ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე თვეა, ვითარება დაძაბულია. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტად სტეფანე კალაიჯიშვილი დანიშნეს. 

მან გრიგოლ კაცია შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავა ჩაანაცვლა.  

პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა. 

მოგვიანებით თავად მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ გაჩნდა ბრალდება - თითქოს მას შვილი ყავს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ცაავას მხარდამჭერები ბრალდების დამტკიცებას ითხოვენ. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ პეტრე ცაავას მხარდამჭერ რამდენიმე სასულიერო პირს ღვთისმსახურება აუკრძალა, გაათავისუფლა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა. მას აუკრძალა მონასტრის ტერიტორიაზე შესვლაც. 

პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მღვდელმოქმედება უკანონოდ შეუჩერეს და მის საკითხზე შიდასაეკლესიო, კანონიკურ მოკვლევას ითხოვენ.


close დახურვა