logo
ENG



მრევლს სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე არ უშვებენ - დაძაბულობა ჭყონდიდის ეპარქიაში

06 ნოე 202116:55
3 წუთის საკითხავი
 
მრევლს სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე არ უშვებენ - დაძაბულობა ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტრის შესასვლელთან დაძაბულობაა, შეკრებილია მრევლი და მობილიზებულია პოლიცია.

მრევლს მონასტრის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ ეძლევა. მონასტრის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება მეუფე სტეფანე, მის მხარდამჭერ სასულიერო პირებთან და ჩოხოსანთა საზოგადოების ნაწილთან ერთად.

მეუფე სტეფანეს თანამდებობის დატოვების მოთხოვნით ადგილზე მრევლი ხელმოწერებს აგროვებს. ამ დროისთვის დაახლოები 10 000-მდე ხელმოწერაა შეგროვებული.

განკვეთილი სასულიერო პირების თქმით, მეუფე სტეფანეს ხელისუფლება მფარველობს და ისინი ერთმანეთთან ბარტერულად თანამშრომლობენ, ვინაიდან მეუფე სტეფანე წინასაარჩევნოდ სწორედ ოპოზიციის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა. 

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინა. მიტროპოლიტი გამთენიისას მონასტერში ჩოხოსნებთან ერთად მივიდა.

სექტემბერში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მის მიერ ადრე დასჯილი და განყენებული სასულიერო პირები ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთა. საქმე ეხება სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს განყენებულ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერენ და სტეფანე კალაიჯიშვილის მმართველობას ეწინააღმდეგებიან. 

რამდენიმე დღის წინ განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ მონასტრის ტერიტორია უნდა დატოვონ. 


close დახურვა