logo
ENG



ლევან ვასაძემ პოლიტიკური პარტია "ერი" დააარსა

06 მაი 202114:25
3 წუთის საკითხავი
 

ძალადობრივი და ანტიდასავლური ჯგუფის ლიდერმა, ლევან ვასაძემ, პოლიტიკური პარტია "ერთობა, რაობა, იმედი - ერი" დააარსა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკაში წასვლა "დანიელსონის დოკუმენტზე პარტიების ხელმოწერამ გადააწყვეტინა".

"ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იყო ჩემთვის ბოლო წვეთი, რომ ეს ჩემთვის ნამდვილად არასასურველი და მძიმე ნაბიჯი გადამედგა და ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა როგორც ქართული ოცნების, ისე გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან. ამ დოკუმენტში, გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებისა, დამნაშავეების ციხიდან კანონის დარღვევით გამოშვებისა, მოხდა ქვეყნისთვის კიდევ უფრო დამაზიანებელი რამ, ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა",- თქვა ვასაძემ.

ვასაძე აცხადებს, რომ ამ დოკუმენტის განხორციელებით "ქვეყანას სუვერენიტეტი აღარ რჩება".

"აწი თუ ეს დოკუმენტი ბოლომდე განხორციელდა და ძალაში შევიდა, ჩვენს ქვეყანას მისი ისედაც შეზღუდული, შევიწროებული და მცირე სუვერენიტეტი თითქმის აღარ რჩება იმის გამო, რომ ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს, როგორ იმუშაოს ცესკო-მ და როგორ დათვალოს ხმები, ვეღარ წყვეტ,ს ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა უცხოელების ჩარევის გარეშე", - თქვა ვასაძემ.


close დახურვა