საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4-ით მოიმატა. ჯამში ქვეყანაში ვირუსის 1 010 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი საერთო რაოდენობა 885-ს შეადგენს.
ამ დროისთვის ვირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.
ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.