პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ზურაბიშვილის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში 4 მარტს არის დაგეგმილი. პრეზიდენტი დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.
"ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა ქვეყნის ცხოვრებაში და იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება ამ ანგარიშის მოსმენა და განხილვა", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
