პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას 72 პაციენტი გადის, აქედან 58 კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.
რატიანის თქმით, ძირითადად პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას 4 პაციენტი აგრძელებს.
"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 72 პაციენტი. აქედან 58 დადასტურებული შემთხვევაა. დრეს კლინიკიდან მხოლოდ 1 პაციენტი გაეწერება. რეანიმაციაში გვრჩება 4 პაციენტი. 2-ის მდგომაროება სტაბილურია და ისინი ოქსიგენდამოკიდებულები არიან. ერთი პაციენტის მდგომაროება, რომელიც ასევე რეანიმაციაშია, მძიმეა. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით უფრო სტაბილურია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. უარყოფითი დინამიკა არც ერთ მათგანთან არ ფიქსირდება. შემოსულია რამდენიმე ორსული და ველოდებით მათ პასუხებს. რაც შეეხება ინფიცირებულ ორსულებს, მათი მდგომარეობაც სტაბილურია. მათ სიცოცხლეს და ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ლევან რატიამა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევა ფიქსირდება.