logo
ENG



4 ჯარისკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მე-5-ს კი პნევმონია აქვს

26 მარ 202012:16
3 წუთის საკითხავი
 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 5 ჯარისკაციდან 4-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ ტემპერატურა აღარ აღენიშნებათ. რაც შეეხება მე-5 ჯარისკაცს, მას პნევმონია აქვს და ის ცალკე განყოფილებაშია გადაყვანილი.  

"მოყვანილია 5 ჯარისკაცი. 4 ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვთ და მათი მდგომარეობა დადებითია. შემოყვანის დროს ჰქონდათ 37 ტემპერატურა და ყელის ტკივილი. დილის მონაცემებით მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მე-5 ჯარისკაცს, მას აღმოაჩნდა პნევმონია და ის გადაყვაილია სხვა განყოფილებაში. სულ კლინიკაში 55 პაციენტია. მათგან 12 არის დაინფიცირებული კორონავირუსით. გუშინდელი ტესტების პასუხი ყველა უარყოფითია", - ამბობს ტურძელაძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 77 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 10 პაციენტი უკვე განიკურნა. კარანტინში 4055 ადამიანი იმყოფება. 


close დახურვა