logo
ENG



5-დღიანი პატიმრობა, 1000-ლარიანი ჯარიმა და სიტყვიერი შენიშვნა - გაბედეს წევრების პროცესი გაიმართა

30 ნოე 201910:43
3 წუთის საკითხავი
 
1ziqya8wb9p70ui.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებული 4 პირის პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, "გაბედეს" წევრ ანრი ჯანჯღავას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, დავით ნაფეტვარიძეს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო დიმიტრი ლიპარტელიანსა და გიორგი პარუმბეგოვს სიტყვიერი შენიშვნა მიეცათ.

სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის ვიდეომტკიცებულებები წარადგინეს, დაიკითხნენ, ასევე, ის პოლიციელები, რომლებმაც აღნიშნული აქტივისტების დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა.

"მიმაჩნია, რომ ყველა პირის მიმართ უნდა შემწყდარიყო სამართალწარმოება. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, მოსამართლე მოიქცა თუ არა კანონიერად, სანამ გადაწყვეტილებას არ ჩავიბარებ", - განაცხადა ადვოკატმა დავით ბარბაქაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები დღეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის დროს დააკავეს. 


close დახურვა