logo
ENG



თეოლოგის ინფორმაციით, მიტროპოლიტის რეზიდენციაში მღვდელს სცემეს

07 მაი 202100:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/07/fauzj2wn0ooxk31.jpg

თეოლოგ ლევან ტატურაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მიტროპოლიტის რეზიდენციაში ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ერთ-ერთ სასულიერო პირს თავს დაესხა. ამის შესახებ თეოლოგი facebook-ზე წერს.

"ეკლესია ჯოჯოხეთს დაემსგავსა! სამი საათის წინ ერთერთი მიტროპოლიტის რეზიდენციაშია სტუმარ ცნობილ სასულიერო პირს კრიტიკული აზრის გამო ასევე სტუმარი ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა მღვდელს, სცემეს! და ძალადობრივად დააჩოქეს", - წერს ტატურაშვილი.

ფორმულას ამ ინფორმაციას უდასტურებს წყაროც, რომელიც ყვება, რომ დაპირისპირება მეუფე იობის რეზიდენციაში მოხდა. კერძოდ, კი ხაშურისა და სურამის ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილის მძღოლმა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურ თეიმურაზ თათარაშვილს სცემა.

წყაროს თქმით, მისთვის უცნობია დაპირისპირების მიზეზი, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, მამა თეიმურაზს ტვინის შერყევა აქვს. წყაროს ინფორმაციით, მამა თეიმურაზს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული და სახლში მკურნალობს.

დეკანოზი თეიმურაზი ტაბულასთან საუბარში არ უარყოფს მომხდარს და აცხადებს, რომ ამ თემაზე არ საუბრობს.

"არ ვსაუბრობ ამ თემაზე, სასულიერო პირებს შორის პრობლემა თვითონ ეკლესიაში უნდა გადაწყდეს, თქვენ ჟურნალისტებს ეს არ გეხებათ". - ამბობს დეკანოზი.


close დახურვა