logo
ENG



პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა

09 მაი 202113:47
3 წუთის საკითხავი
clock 865

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვს.

როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, 10 მაისს გაირკვევა. 

როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  შესაძლებელია პროცესი დღესვე გაიმართოს, თუმცა ეს უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული.

„შუამდგომლობა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შეტანილია სასამართლოში. სასამართლოზეა დამოკიდებული, რა ვადაში მოხდება მისი განხილვა. ჩვენი დეკლარირებული პოზიცია იყო, რომ პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს. ეს შუამდგომლობა შეტანილია, ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ. დაველოდებით სასამართლოს. ეს შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში უნდა იყოს განხილული, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს სასამართლოზეა დამოკიდებული", - ამბობს სადრაძე.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გასათავისუფლებლად გირაოს თანხა - 40 000 ლარი 7 მაისს გადარიცხა. 

23 თებერვალს ნიკა მელია იმ საბაბით დააკავეს, რომ მან უარი თქვა გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე. დაკავების შემდეგ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ენმ-ის თავმჯდომარე მას შემდეგ გათავისუფლდებოდა, რაც გირაოს გადაიხდიდა. 

მელია ამაზე უარს ამბობდა. 

ქართული ოცნების ლიდერებმაც მრავალჯერ გაიმეორეს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ციხიდან გამოსვლა და არ გამოდის, ვინაიდან გირაოს არ იხდის. 


close დახურვა