logo
ENG



ამოქმედდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხვალ გახდება ცნობილი

10 მაი 202121:07
3 წუთის საკითხავი
clock 5030
ამოქმედდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხვალ გახდება ცნობილი

ამუშავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები, ხვალ გახდება ცნობილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საკითხზე საკოორდინაციო საბჭომ, ხვალ უნდა იმსჯელოს. 

"ხვალ გვექნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც ეხება კოვიდს და მასთან ბრძოლას. დღემდე ვახერხებთ იმას, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ სიტუაცია. მესამე ტალღაა და მას ახასიათებს დადებითობის უფრო მაღალი მაჩვენებელი. პარალელურად მთავარია, რომ წავახალისოთ ვაქცინაცია", - განაცხადა ნათია თურნსვამ

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 549-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 439 ადამიანი, 24 კი გარდაიცვალა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,76%-ია, ბოლო 14 დღის - 6,03%, ბოლო 7 დღის - 6,48%.

ჯამში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

მანამდე, მთავრობამ 4 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით, ქვეყანაში უქმე დღეები გამოაცხადა და დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა.


close დახურვა