logo
ENG



ჰამასი ისრაელის დაბომბვას განაგრძობს, თავდასხმის შედეგად 6 წლის ბავშვი მძიმედაა დაშავებული

12 მაი 202121:55
3 წუთის საკითხავი
clock 1207
2021/05/12/eftsguys6g535ch.jpg

ჰამასმა ცენტრალური ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ სდეროთში საბრძოლო რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, შენობაში მცხოვრები 6 წლის ბავშვი კი კრიტიკულად დაშავდა.

დაშავებულია ასევე ბიჭის დედაც, შენობაში მცხოვრები 5 წლის ბავშვი და რამდენიმე სამოქალაქო პირი.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მესამე დღეა არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათი მიმართულებით პალესტინელმა სამხედროებმა სამ დღეში 1000-მდე სარაკეტო გასროლა განახორციელეს.

თელ-ავივის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ თავდასხმისთანავე გაავრცელა მუქარა, რომ საპასუხოდ ისრაელის დედაქალაქს დაბომბავდა.

სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის საზიარო წმინდა ადგილია.

ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა.


close დახურვა