logo
ENG



კორონავირუსის 1390 შემთხვევა გამოვლინდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა

14 მაი 202111:03
3 წუთის საკითხავი
clock 710

საქართველოში კორონავირუსის 1390 შემთხვევა გამოვლინდა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში, 18 ადამიანი გარდაიცვალა, 1070 კი, გამოჯანმრთელდა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, 38 468 კვლევა, მათ შორის 27 651 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 817 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.35%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.40%.

დღეს  გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი - 790
  • აჭარა - 117
  • იმერეთი - 168
  • ქვემო ქართლი - 54 
  • შიდა ქართლი - 41
  • გურია - 39
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73
  • კახეთი - 42
  • მცხეთა-მთიანეთი -  19
  • სამცხე-ჯავახეთი - 16
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31

close დახურვა