logo
ENG



დღეიდან ტრანსპორტი 23:00-მდე იმუშავებს

17 მაი 202114:03
3 წუთის საკითხავი
clock 2477
დღეიდან ტრანსპორტი 23:00-მდე იმუშავებს

თბილისის მერიის ცნობით, კომენდანტის საათის გადაწევის შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 23:00 საათამდე იმუშავებს.

"დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები) მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს", - ამბობენ მერიაში.

მათი თქმით, "კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება".

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 17 მაისიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დაიწყება და დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება.


close დახურვა