logo
ENG



აშშ დამატებით 20 მლნ ვაქცინას გაგზავნის საზღვარგარეთ - ჯამში 80 მლნ დოზას

17 მაი 202123:08
3 წუთის საკითხავი
clock 1486
აშშ დამატებით 20 მლნ ვაქცინას გაგზავნის საზღვარგარეთ - ჯამში 80 მლნ დოზას

აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების 20 მლნ დოზა ვაქცინას საზღავრგარეთ გაგზავნის. ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს ერთგვარი პასუხია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პანდემიის წინააღმდეგ. 

საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებულ ავტორიზებულ ვაქცინებზე: ფაიზერი, მოდერნა და ჯონსონ&ჯონსონი. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის, თქმით, დაწვრილებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აშშ ასტრაზენეკას 60 მლნ დოზა ვაქცინასაც გაგზავნის საზღვარგარეთ. ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდე აპრილში გახდა. პრეზიდენტის მრჩეველის ენდი სლავიტის ინფორმაციით, აშშ ასტრაზენეკას დოზებს მას შემდეგ გაუზიარებდა სხვა ქვეყნებს, რაც FDA ვაქცინაც ავტორიზაციას მისცემდა. 


close დახურვა