26 მაისიდან, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას განაახლებს.
დაცული ტერიტორების სააგენტოს ინფორმაციით, მათ შორის იხსნება მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და ნავენახევის მღვიმე.
სამუშაო დროები:
- პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00
- სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00
- ნავენახევის მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00
- ოკაცეს კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00
- ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00
- მარტვილის კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00
ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული:
- დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას ვიზიტორებს უნდა ეკეთოთ პირბადე, რომელიც კარგად ფარავს ცხვირს და პირს
- ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია 5 ვიზიტორის ყოფნა
- ვიზიტორებმა უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი
- რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან დისტანციურად https://guru.ge/
ცნობისთვის, ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ მთავრობას მღვიმეებისა და კანიონების გახსნის მოთხოვნით 17 მაისს მიმართა.