logo
ENG

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს [ვიდეო]

20 მაი 202120:57
3 წუთის საკითხავი
clock 1417
2021/05/20/fasjwj90jcjg5on.jpg

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა სვანი დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს. 

პოლიციის ცნობით, ლაშა სვანთან ერთად კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი, უმკა დააკავეს. მათი დაკავება ქალაქ დნეპრში მოხდა. სვანი ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს, ხოლო უმკა აეროპორტში, მაშინ როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. 

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი 225-ე მუხლით დაიწყო. პოლიციაში ამბობენ, რომ კანონიერი ქურდები კრიმინალურ ქსელებს აკონტროლებდნენ, უბიძგებდნენ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისკენ, ასევე უქმნიდნენ საფრთხეს მოქალაქეების უსაფრთხოებას. ორივე მათგანი კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად მიიჩნევა. 

უმკა ე.წ. კანონიერ ქურდად 2014 წელს, ხოლო ლაშა სვანი 1995 წელს მონათლეს. 

close დახურვა