logo
ENG



აქტივისტის დასაკავებლად ლუკაშენკომ ათენიდან ვილნიუსში მიმავალი რეისი იძულებით მინსკში დასვა

23 მაი 202121:13
3 წუთის საკითხავი
clock 3801
2021/05/23/caxrpv86a4kvv6a.jpg

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაეშვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი იმყოფებოდა.

კერძოდ, თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით​ შეაცვლევინეს. 

თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ბორტზე არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. 

​ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, თვითმფრინავის იძულებითი დაშვება მინსკში, სავარაუდოდ, წინასწარ იყო დაგეგმილი, ხოლო ბორტზე 170 ადამიანი, 12 სხვადასხვა ქვეყნიდან იმყოფებოდა. ის ამბობს, აქტივისტი ვილნიუსში გასული წლის ნოემბრიდან ცხოვრობდა.

პროსტასევიჩი - ოპოზიციური მედია NEXTA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის ასევე აქციების ორგანიზებას უწყობს ხელს.

ლუკაშენკომ, რომელიც ხელისუფლების სათავეში 1994 წლიდან არის, ბრუტალურად ჩაახშო 2020 წლის პროტესტები ქვეყნის მასშტაბით. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, აგვისტოდან მოყოლებული ქვეყანაში სულ 35 ათასი ადამიანი დააკავეს. ათობით მოქალაქე ციხეში მოხვდა. 1000-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილე დაიღუპა. 


close დახურვა