logo
ENG



აქციაზე აქტივისტებს ლგბტ სამკლაურის გამო ფალავანდიშვილი და მისი მომხრეები დაუპირისპირდნენ

24 მაი 202112:37
3 წუთის საკითხავი
clock 2667
ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებს, ლგბტ სამკლაურის გამო, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს.

"მეგონა, 12:00 საათზე მხარდაჭერა სჭირდებოდათ ყველა ადამიანის, ვინც აქ მოვიდოდა და მოვედი ზუსტად 12:00-ზე იმიტომ, რომ ულტიმატუმის დრო ჰქონდათ გამოცხადებული და ამათმა აქციიდან გამაგდეს. ჩემთვის წყნარად ვიდექი, მერე მოვიდა გურამ ფალავანდიშვილის შვილი, რომელმაც მითხრა, რომ ეს მოვიხსნა, მე ვუთხარი, არ მოვიხსნი", - ყვება სალომე ბარკერი.

აქტივისტებს "რიონის ხეობის მცველი" გაესაუბრა, რომელმაც მათ უთხრა, რომ აქციაზე დაბრუნება შეეძლოთ, თუმცა აქტივისტებმა ტერიტორია მაინც დატოვეს.


close დახურვა