logo
ENG



გრიგოლ ვაშაძეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დამოუკიდებელ დეპუტატად გაწევრიანება სურს

24 მაი 202115:41
3 წუთის საკითხავი
 
გრიგოლ ვაშაძეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დამოუკიდებელ დეპუტატად გაწევრიანება სურს

ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მე-10 მოწვევის პარლამენტში, დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაწევრიანება სურს. შესაბამისი ცნობა 24 მაისის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. 

ამას ბიუროზევე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, რომელაც თქვა, რომ კომიტეტში 15 წევრის ადგილი უკვე შევსებულია და ახალს ვერ მიიღებენ. მისი თქმით, ამას საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ განიხილავენ.

"ეს საკითხი შეიძლება, განხილული იქნას მას შემდეგ, რაც ახალი კვოტების თანახმად, წევრების რაოდენობა გადანაწილდება და გამოთავისუფლდება ადგილი უფრაქციო დეპუტატითვის", - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ხელი მოაწერა, თუმცა უცნობი იყო, აპირებდა თუ არა ის საპარლამენტო საქმიანობას. 

გრიგოლ ვაშაძემ ენმ 2020 წლის 15 დეკემბერს დატოვა. მან თქვა, რომ არ ეთანხმებოდა პარტიის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას - არჩევნების შედეგების და პარლამენტის ბოიკოტს. 

 

 

 


close დახურვა