logo
ENG



გოლეთიანი: მოვუწოდებ საზოგადოებას, 26 მაისს მოდით ჩვენთან და არა იმ აღლუმზე

24 მაი 202117:03
3 წუთის საკითხავი
 
გოლეთიანი: მოვუწოდებ საზოგადოებას, 26 მაისს მოდით ჩვენთან და არა იმ აღლუმზე
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ იუსტიციის სახლიდან თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ.

ის მოუწოდებს საზოგადოებას, 26 მაისს მივიდნენ მათთან და არა აღლუმზე.

"ჩვენ ახლა დავიძრებით თავისუფლების მოედანზე და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე და მოვუწოდოთ მთელ საზოგადოებას იქიდან, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდნენ იმ აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და ერთხელ და სამუდამოდ შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი, არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი და ამ პროცესში მივიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა მონაწილეობა", - თქვა გოლეთიანი.

აქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, 22 მაისიდან თავისუფლების მოედანი გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს. 

close დახურვა