logo
ENG



50%-ს კარგად ვართ აცდენილი - კობახიძე ოცნების შიდა კვლევებზე

25 ივლ 202000:07
3 წუთის საკითხავი
 
rhg9okytmimfm2s.png

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევების, მმართველი გუნდი დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს.

კობახიძემ „Edison Research“-ის ბოლო კვლევა შეაფასა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი არა 39%-ს, არამედ 50%-ზე მეტ აიღებს.

„ჩვენ გვაქვს ანალოგიურად მონაცემები, ასევე კეთდება ე.წ. ალოკაცია. ჩვენი მონაცემებით 3-ის მაგივრად 4 არ წერია, მეტი წერია, პირველი ციფრი, ეს შემიძლია გითხრათ. 50%-ს კარგად ვართ აცდენილი. 100%-ზე რომ დავსვათ, რომც გაიუმჯობესონ მონაცემები, 16% და 5% არის მაქსიმალური შედეგი, რაც შეიძლება მათ მიიღონ, ეს მაქსიმუმის მაქსიმუმია. იმედი მაქვს ნაცმოძრაობა ვერ მიიღებს 16%-ზე მეტს და „ევროპული საქართველო“ 5%-ზე მეტს, ეს აუცილებელია, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ მაჟორიტარ კანდიდატებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული 30-ვე შემთხვევაში პირველ ტურში მოიგოს მმართველმა გუნდმა.

Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ქართული ოცნება - 39%;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16%;

ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 5%;

მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.


close დახურვა