თბილისში, გლდანის ხიდებთან ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა.
ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ორი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთერთი ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.