logo
ENG



რაგბის მსაჯები მეორე დღეა, ბოიკოტის რეჟიმში არიან და თამაშებზე არ ცხადდებიან

30 მაი 202117:35
3 წუთის საკითხავი
clock 1435

ქუთაისში რაგბის მატჩი უკვე მეორედ ჩაიშალა. 

აია არენაზე მსაჯები ისევ არ გამოცხადდნენ. ისინი მეორე დღეა, ბოიკოტის რეჟიმში არიან - გუშინ, 29 მაისს ამ მიზეზით თამაში ჩაიშალა ბათუმშიც. 

მსაჯების გაფიცვის მიზეზი მათ მიმართ უპატივცემულობაა. 

ბოლნისის ყოჩების მორაგბემ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მსაჯმა მას დისკვალიფიკაცია მისცა, თუმცა, მსაჯის გვერდის ავლით რაგბის ფედერაციამ, ქართული ოცნების დეპუტატის გივი ჭიჭინაძის ჩარევის შემდეგ, მორაგბეს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს.

რაგბის კავშირი 2 დღეა, დუმს. 


close დახურვა