
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 233-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 002 ადამიანი, 31 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 930 კვლევა, აქედან 22 831 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 10 099 PCR-ით.
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 5 056 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 143 970 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,74%-ია, ბოლო 14 დღის - 3,3%, ბოლო 7 დღის - 2,71%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 676 შემთხვევა;
- აჭარა - 102;
- იმერეთი - 126;
- ქვემო ქართლი - 66;
- შიდა ქართლი - 65;
- გურია - 28;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89;
- კახეთი - 43;
- მცხეთა-მთიანეთი - 21;
- სამცხე-ჯავახეთი - 6;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 11 746 აქტიური შემთხვევაა. 3 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 980, აჭარაში - 416, იმერეთში - 480. მძიმე პაციენტია 802 პირი, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში - 88, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 16, იმერეთში - 19. 631 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 - თბილისში, 248- აჭარაში. 7 408 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 299 პირი, აჭარაში - 2 181, იმერეთში - 1 573.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 345 196-ს შეადგენს. აქედან 328 620 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 804 გარდაიცვალა.