logo
ENG



რა ხდება ნინოწმინდაში - მეუფე სპირიდონმა პანსიონის კარი უფლებადამცველებისთვის დახურა, თუმცა დაწესებულებაში პრორუსული ორგანიზაცია შეუშვა

01 ივნ 202120:38
3 წუთის საკითხავი
 

ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს ნინოწმინდის პანსიონში შექმნილი ვითარების საილუსტრაციოდ აქციაზე რკინის გალია დადგეს - გამოკეტილი სათამაშო დათუნიათი. ომბუდსმენს ამ დრომდე არ ეძლევა საშუალება, დაწესებულებაში შევიდეს და შესაბამისი მონიტორინგი განახორციელოს. 

მეუფე სპირიდონმა პანსიონის კარი უფლებადამცველებს და მედიის წარმომადგენლებს ჩაუკეტა, თუმცა დაწესებულებაში პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუშვა. 

თავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დახურულ პანსიონში მცხოვრები არასწრულწლოვნების უფლებების დასაცავად ბავშვთა საერთაშორისო დღეს დაიგეგმა. რატომ არ ასრულებს ვალდებულებებს მთავრობა?! - ეს კითხვა, აქტივისტების აზრით, უპასუხოდ რჩება.


close დახურვა