logo
ENG



ქართველი მხატვარი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

06 ივნ 202120:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/06/rwckazkcxjm3atv.jpg

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა. ის 84 წლის იყო.  

იგი ავტორია 35-ზე მეტი ფილმის, რომელთა შორისაა: "არაჩვეულებრივი გამოფენა" (ქართული ფილმი 1968), "სერენადა" (ქართული ფილმი 1968), "არ დაიდარდო" (მოსფილმი 1969), "ქვევრი" (ქართული ფილმი 1970), “ფეოლა” (ქართული ფილმი 1970), "შერეკილები" (ქართული ფილმი 1973), "მიმინო" (მოსფილმი 1977), "ქინძაძა" (მოსფილმი 1987) და სხვა.

მხატვრის ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული: სანქტ-პეტერბურგის თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; ანა ახმატოვას მუზეუმში "შადრევნის სახლში" ფონტანკაზე, (სანქტ-პეტერბურგი); ფიოდორ დოსტოევსკის მემორიალურ მუზეუმში (სანქტ პეტერბურგი); ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმში (სანქტ-პეტერბურგი);ბულატ ოკუჯავას სახლ-მუზეუმში (პერედელკინო); ა. ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში,(მოსკოვი)

ფერწერული ნამუშევრების გარდა რეზო გაბრიაძის სკულპტურები ოდესასა და სანქტ-პეტერბურგშია. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორიცაა: საქართველოში. საფრანგეთსა და რუსეთში.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი. რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – "ნიკა", "ტრიუმფი", "ოქროს ნიღაბი", "ოქროს სოფიტი", "ცარსკოსელსკაია პრემია", შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

 


close დახურვა