logo
ENG



უკრაინის ნაკრების მაისურზე ქვეყნის კონტურები დაიტანეს - რუსეთი პროვოკაციას უწოდებს

07 ივნ 202109:52
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის ნაკრების მაისურზე ქვეყნის კონტურები დაიტანეს - რუსეთი პროვოკაციას უწოდებს

უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მაისურზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის შეიქმნა, ქვეყნის რუკის კონტურები გამოსახეს. 

უკრაინის სლოგანი "დიდება უკრაინას" იქნება. 

უკრაინის ამ ნაბიჯმა რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია. კრემლში მას პოლიტიკური პროვოკაცია უწოდეს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ "რუსეთის ტერიტორიის - ყირიმის უკრიანისთვის მიკუთვნება შეუძლებლის ილუზიას ქმნის". 

"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის კონტურები გააძლიერებს მოთამაშეებს, იმიტომ, რომ ისინი იბრძოლებენ უკრაინისთვის". - თქვა უკრაინის საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი პაველკომ

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 

ევროპის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და ის 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. თამაშები 11 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება, მათ შორის სანკტ-პეტერბურგშიც, რომელიც მეოთხედფინალურ მატჩს უმასპინძლებს. 


close დახურვა