10-12 ივნისს, საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პატრიარქს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია ლიეტუვის პრეზიდენტის შეხვედრა ადგილობრივ ლიეტუველ თემთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.