logo
ENG



შსს: მარნეულში დავაკავეთ კაცი, რომელმაც ქალთან ინტიმური ურთიერთობა გადაიღო და გაავრცელა

10 ივნ 202113:33
3 წუთის საკითხავი
clock 1575
შსს: მარნეულში დავაკავეთ კაცი, რომელმაც ქალთან ინტიმური ურთიერთობა გადაიღო და გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა უკანონოდ, ფარულად გადაიღო და უკანონოდ გაავრცელა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მოგვიანებით ნეტგაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული მარნეულის რესურსცენტრის ყოფილი უფროსი ზაბილ გოჯაევია. ფორმულას განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ გოჯაევმა პოსტი რამდენიმე დღის წინ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 


close დახურვა